საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

 

მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი დაარსდა 2015 წლის იანვარში თსუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე. ფაკულტეტის ფონდი შეიცავს 4000-მდე უახლეს ქართულ და უცხოურ სასწავლო და სამეცნიერო სამედიცინო ლიტერატურას, პერიოდულ გამოცემებსა და დისერტაციებს.

 

ჩვენი ფაკულტეტის სამკითხველო დარბაზში 36 სამუშაო ადგილია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებითა და სხვა საჭირო ტექნიკით. ბიბლიოთეკაში დამონტაჟებულია წიგნების დაცვის სისტემა და  ყველა წიგნი ჩიპირებულია.

 

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სარგებლობენ  ელექტრონული კატალოგით EVER GREEN, ჟურნალებით, უფასო და ფასიანი ბაზებით და  ელექტრონული ბიბლიოთეკის eBooks რესურსით, რომელშიც  განთავსებულია თსუ-ს ბიბლითეკის ფონდის ყველაზე მოთხოვნადი გამოცემების და დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები: წიგნები, დისერტაციები, გამოსახულებები, პერიოდული გამოცემები, აუდიო მასალები.

 

გარდა ამისა, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც დაკავებულები არიან სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებით, საშუალება აქვთ ისარგებლონ ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკით, სადაც წარმოდგენილია 8 812 უნიკალური სამეცნიერო-კვლევითი სამედიცინო ლიტერატურა და პერიოდული გამოცემები ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

 

დაარსებიდან დღემდე ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს 45-წლიანი გამოცდილების მქონე მთავარი სპეციალისტი ქეთევან ნაკაშიძე.

 

ქეთევან ნაკაშიძე

მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მთავარი სპეციალისტი

მისამართი: ა.ბელიაშვილის ქ. 78, მედიცინის ფაკულტეტი

ელ-ფოსტა: ketevan.nakashidze@tsu.ge

 

მაია ერისთავი

მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის უფროსი სპეციალისტი

მისამართი: ა.ბელიაშვილის ქ. 78, მედიცინის ფაკულტეტი

ელ-ფოსტა: maia.eristavi@tsu.ge